საქართველო ლეგენდარულ კინორეჟისორს, ელდარ შენგელაიას გამოემშვიდობა.
სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე მაკა გურგენიძესა და მოადგილე ბექა დავითულიანთან ერთად მიუსამძიმრა.
„ქართულმა კულტურამ თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორი დაკარგა. ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავით მისი თანამედროვეები. საქართველოს ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ელდარ შენგელაია,“ – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.