გურამ მაჭარაშვილი: ტექნიკური ხარვეზი არის მხოლოდ საფუძველი იმის, რომ რაღაცნაირად თავი გაიმართლოს ხაზარაძემ

„ტექნიკური ხარვეზი არის მხოლოდ საფუძველი იმის, რომ რაღაცნაირად თავი გაიმართლოს ხაზარაძემ,“- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის”, ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხაზარაძე არის ადამიანი, რომელიც თავს აარიდებს ნებისმიერი ტიპის გადასახადს, სადაც კი საშუალება აქვს.

„ტექნიკური ხარვეზი არის მხოლოდ საფუძველი იმის, რომ რაღაცნაირად თავი გაიმართლოს ხაზარაძემ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი თავს აარიდებს ნებისმიერი ტიპის გადასახადს, სადაც კი საშუალება აქვს. მაშინ, როდესაც თავისი წარუმატებლობა უნდოდა, რომ დაებრალებინა საქართველოს სახელმწიფოსთვის და ქართველ ხალხს სთხოვდა მილიარდ-ნახევარს და მერე ორივეს საარბიტრაჟო საელჩო და საარბიტრაჟო სასამართლოებმა უთხრეს, რომ აქეთ გაქვს მოსატანი 7 მილიონი დოლარი შენი ხალხისთვისო. ამ ადამიანთან გვაქვს საქმე და ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი არ გამოეხმაურა ამას იმ დონეზე, რომ ვთქვათ განემარტა ქართული საზოგადოებისთვის, რომ საერთოდ რატომ ქირაობ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებისგან, ვითომ ოპოზიციური პოლიტიკოსებისგან, რომლებიც რადიკალურ პროცესებში არიან მხილებული უძრავ ქონებას.
დაილია საქართველოში უძრავი ქონება თუ გერმანიის ელჩს და საელჩოს აღარ ჰქონდა იმის საშუალება და ხაზარაძემ უფასოდ მიაქირავა, თუ რა?“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები