პუტინი ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არაბთა გაერთიანებული საამიროები თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერის ადგილად მოიხსენია.

“ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი“, – განუცხადა მან კრემლში ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ორივე მხარემ მოლაპარაკებებისადმი ინტერესი გამოხატა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო პირველი, ვინც ამაზე ისაუბრა.

პუტინმა დასძინა, რომ მას არაფერი აქვს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის საწინააღმდეგო.

ამავდროულად, როგორც მედია წერს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია პირობების შექმნა, რაც ჯერ კიდევ შორს არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები