სანქტ-პეტერბურგში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. ისინი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრების დაკავებას ცდილობენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სპეცოპერაცია ლენინის გამზირზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლში მიმდინარეობს. თვითმხილველები იუწყებიან, რომ სპეცოპერაციის ადგილიდან სროლის ხმა ისმის. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები