ამირან სალუქვაძე: სერგეი ივანოვის 17-წლიანი ეპოქა ჩაესვენა

სერგეი ივანოვის 17-წლიანი ეპოქა ჩაესვენა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე წერს და ვრცელ, ანალიტიკურ სტატუსს აქვეყნებს:
სერგეი ივანოვის 17-წლიანი ეპოქა ჩაესვენა. ზუსტად ამდენი წელი იყო ის რუსეთის ლიდერის გვერდით, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი პუტინის მემკვიდრე (როგორც გახსოვთ ის მედვედევთან ერთად დიდხანს განიხილებოდა პრეზიდენტის კანდიდატად. საბოლოოდ გადაწყვეტილება მედვედევის სასარგებლოდ იქნა მიღებული, ივანოვი კი პრეზიდენტ მედვედევს პუტინმა ადმინისტრაციის უფროსად, – მაყურებლად დაუნიშნა) და უკვე ყოფილი ადმინისტრაციის უფროსი, ხოლო ხვალიდან ის საკმაოდ მეორეხარისხოვან მიმართულებას გაუკეთებს კურირებას, კერძოდ დაინიშნა პრეზიდენტის წარმომადგენლად ტრანსპორტის, ეკოლოგიის და ბუნების დაცვის საკითხებში. თუ რუსულ კორუმპირებულ სისტემას გავითვალისწინებთ, ესეც სარფიანი საქმე იქნება.13900125_318759088460985_8442028521732405585_n
საინტერესოა, რომ ს. ივანოვი უშიშროების საბჭოს წევრად რჩება. ამავე დროს საბჭოს წევრობიდან გაათავისუფლეს რამდენიმე პირი, ხოლო რამდენიმე წევრი საბჭოს შემადგენლობაში შევიდა, მათ შორის ყოფილი შსს-ს მინისტრი რაშიდ ნურგალიევბი, რომელიც ასევე რუსეთის პრეზიდენტის გვერდითაა არა მხოლოდ იმ წლებიდან, როცა პუტინი პირამიდის სათავეში მოექცა, არამედ გაცილებით უფრო ადრეю
ასეთ ფაქტს გავიხსენებ მათი ერთობლივი ბიოგრაფიიდან. მაშინ როცა ვ. პუტინი სობჩაკის ადმინისტრაციიდან ქარელიაში წიაღისეულის გატანის ბიზნესს პირადად კურირებდა, ქარელიის შსს-ში რიგით გამომძიებელ რ. ნურგალიევს ზუსტად ამ მიმართულებით ხმაურიანი კორუფციული საქმე მიყავდა. შედეგად, საქმე ბოლომდე არ მისულა, ხოლო როცა ვ. პუტინი ცხენზე ამხედრდა, ნურგალიევი მის გუნდში აღმოჩნდა.
რა ხდება ს. ივანოვის შემთხვევაში?
როგორც ცნობილია რუსეთის ლიდერი საკმაოდ დიდხანს სწავლობს და ამოწმებს ხალხს და შემთვევით თანამდებობებზე იქ ვერავინ ინიშნება. მე პირადად არ მჯერა, რომ ს. ივანოვმა თვითონ ითხოვა თანამდებობიდან გადადგომა. მისი შეფიც გამოირჩევა იმითი, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს მარტივად არ ირებს და გუნდიდან არავის რიავს. მისი გუნდის წევრებისთვის ორი გზაა: ან პუტინის გზა, ან ციხე (უკვე უამრავი გუბერნატორია დაკავებული, გავიხსენოთ სერდიუკოვის საქმე და ა.შ.)
ცნობილია, რომ პუტინის გარემოცვას უხეშად ორად ყოფენ: ეგრედ წოდებულ ქორებად (ომის პარტია) და მტრედებად (მშვიდობის პარტია). ს. ივანოვი ქორების შემადგენლობაში იყო სხვა გავლენიან პირებთან ერთად. მტრედებშია გრეფი, პუტინის უახლოესი მეგობარი როტენბერგი (უკრაინაში დიდი უძრავი ქონება გააჩნია და ეწინააღმდეგება რუსეთ-უკრაინის ომს) და ა.შ.
არაა გამორივცხული, რომ ივანოვს თუირქეთთან მიმართებაში მეტად აგრესიული პოზიცია ეკავა და ყველაფერი სულ სხვაგვარად შემოტრიალდა.13939530_318758975127663_18843535244911441_n
საერთოდ, ბოლო პერიოდში რუსეთის ლიდერმა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გაატარა, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. სირიის მოვლენების ფონზე ე.წ. ქორბის და მტრედების კონტურებიც შეიცვალა და ერთმანეთში აირივნენ.
მე ბოლო თვეები თვალყურს არ ვადევნებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, კერძოდ სერეგეი ივანოვის საქმიანობას. ამიტომ ვერ გავრისკავ ზუსტი შეფასების გაკეთებას, თუ რა მიზეზით მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება. ანალიტიკოსებს ალბათ მოწევთ მეტად ღრმად შეისწავლონ ბოლო თვეების საკადრო ცვლილებები, რადგან ამ საკითხების გაანალიზების გარეშე შეუძლებელია რუსეთის როგორც შიდა პროცესების, ასევე საგარეო სტრატეგიის სწორად შეფასება.
კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გავიხსენებ. ერთმა გენერალმა მომიყვა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო. დაახლოებით 15-16 წლის წინ ოფიციალურ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე (პანკისი და ა.შ.) გაბრაზებულმა დავით თევზაძემ თითქოს მეგობრულად, ხუმრობით ისე მოუჭირა ხელი ივანოვს კისერში, რომ ივანოვი გაწითლდა, ხოლო ამ ამბის შემსწრე გენერალი გაფითრდა, რადგან ეს წამები დიდხანს გაგრძელებ ულა და იფიქრა გაგუდავსო. მერე მოუშვა და ყველას ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა. ეს ყველაფერი კი სიცილში და ხუმრობაში გადაიტანეს. ამჟამად ვინ გაუკეთა მახრჩობელა ივანოვს ალბათ დრო გვიჩვენებს.
თუმცა დრო თავისით არაფერს აჩვენებს, დაკვირვება და შესწავლაა საჭირო. ივანოვის შემცვლელი ერთი უცნობი უფერული ფიგურაა, ჩვეულებრივი შემსრულებელი. მეფის კართან ივანოვის დასუსტებას აუცილებლად მოჰყვება სხვა ფიგურის გაძლიერება.

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები