Center for European Policy Analysis: საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით დემოკრატიული და ბიზნესის ხელშეწყობისთვის მომართულია
ევროპის სტრატეგიული ანალიზის ცენტრი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რვა წლისთავთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს სათაურით – საქართველო: ფრონტის ხაზის სპექტრული ანალიზი.
„მიმდინარე კვირას რუსეთ-საქართველოს ომის მერვე წლისთავი აღინიშნება. ზუსტად მაშინ მოხდა რუსეთის ჰიბრიდული ომის ტექნიკის გამოცდა ასეთ ადრეულ ეტაპზე. მას შემდეგ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია და ამერიკის მოკავშირეებს გადასწვდა ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე რეგიონში. მაგრამ ვნახოთ რა დაემართა ფრონტის ხაზზე მდგომ საქართველოს? ჟურნალისტი, ლარი ლაქსნერი, მოგვითხრობს რა ხდება შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის გეგმების გადახედვის პოლიტიკის კონტექსტში. მისი აზრით რუსეთის „ხელი სტაცე, დანა ჩაარტყი და მყარად გეჭიროს“ სტრატეგიის შედეგები ძალზედ რთული შესატრიალებელია“, – აღნიშნულია სტატიაში.
ევროპის სტრატეგიული ანალიზის ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველო „ნადირობს“ უცხოურ ინვესტიციებზე, რათა უძლური ეკონომიკა „სამშვიდობოზე“ გაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გასულ წელს 3.5 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ნავთობზე ფასების კლებამ „დააშრო“ საბჭოთა კავშირის ოდესღაც აყვავებული რესპუბლიკა. ეს კი აზიანებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს.
„ამჟამად ნამდვილად მნიშვნელოვანი დრო დაუდგა ქვეყანას“ ამბობს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი. „საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით დემოკრატიულია და ბიზნესის ხელშეწყობისთვის მომართული. მთელი შეგნებით უნდათ, რომ ყველაფერი კარგად გამუვიდეთ. ამათი ინტერესი არ არის საქმის სწრაფად კეთება და არასწორი შედეგის მიღება“.
უილიამსონის ამერიკის სავაჭრო პალატა 200 წევრს აერთიანებს, რომლის ნახევარი ამერიკული კომპანიებია. მათ შორისაა „ბექტელი“, რომელიც „ბრიტიშ პეტროლიუმს“ აზერბაიჯანიდან თურქეთამდე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაში ეხმარებოდა. (გასულ წელს ადგილობრივი პრესა იუწყებოდა, რომ რუსეთის „მცოცავმა ოკუპაციამ“ საქართველოს ტერიტორიაზე ამ 833 კილომეტრიანი მილსადენის მონაკვეთი წითელუბნისა და ორჩოსანის სოფლებში რუსეთის კონტროლს დაუქვემდებარა).
პროექტი რაც არ უნდა მსხვილი იყოს, მაინც საჭიროებს ადგილობრივ ინვესტორის მონაწილეობას. ნიუ ჯერსის შტატში სათაო უწყების მქონე საერთაშორისო კომპანია „კონტი“ აპირებს 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალდაბანდებას ანაკლიის პორტში შავ ზღვაზე. მას ექნება 10 000 ოცფუტიანი გემების (დიდგაბარიტიანი საზღვაო ხომალდების) მიღების საშუალება.
ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის მეორე კვარტალში დაიწყება, ხოლო ექსპლუატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით. ამჟამად ყველაზე დატვირთული ნოვოროსიისკის პორტია შავი ზღვის რუსეთის ტერიტორიაზე, რომლის ტვირთბრუნვამ გასულ წელს 70 მილიონი ტონა შეადგინა. მას მოსდევს რუმინეთის პორტი კონსტანცა წელიწადში 40 მილიონიანი ტვირთბრუნვით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, პრობლემის სიმძიმის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაცია უცხოური ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი არასოდეს გამხდარა.
„ყველა ამ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც საქართველოში საქმიანობს, თავის დროზე სიღრმისეული ანალიზი აქვს ჩატარებული და მაინც გადაწყვიტეს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება. საქართველოს მთავრობამ მათ აღუთქვა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩავერთვებოდით. არც არსებობს სამხედრო გამარჯვების შანსი“ თქვა მან და დასძინა „კაპიტალდაბანდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ ეკონომიკური – არამედ ქვეყნის უსაფრთხოების – საკითხია. მეტი დასავლური ინვესტიცია ქვეყნის მეტ დაცულობას ნიშნავს“.
http://cepa.org/Georgia-frontline-specters-revisited