ევროპიდან აზიისკენ „ასაფრენ ბილიკად“ საქართველო მოიაზრება
„ევროპიდან აზიისკენ „ასაფრენ ბილიკად“ საქართველო მოიაზრება“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას საქართველოს შესახებ წამყვანი ევროპული გამოცემა NEWEUROPE.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროპის პროგრამული უზრუნველყოფა აზიის ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან საქართველოს გავლით დაწყვილდება.
თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირი წუწუნის მუდმივ რეჟიმშია გადასული, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ოპტიმიზმის აბი, რისთვისაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რეცეპტით გამოწერილი გაქვთ საქართველოს მონახულება.
ეს ქვეყანა რეფორმატორთა ლიდერია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოს კოჰორტიდან. თუმცა ხსენებული ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო იმითაც გამოირჩევა, რომ ევროპის მიერ სამეზობლო პოლიტიკისთვის გამოყოფილი რესურსებიდან პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური დივიდენდები უკვე მოაქვს.
მალე ეს ქვეყანა შეიძლება იქცეს ევროკავშირის მთავარ სავაჭრო „ასოცირებულ“ პარტნიორად და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამა წლის 1 ივლისს ამოქმედდა. ეს უფრო ალბათ იმას უნდა მივაწეროთ, რომ საქართველოში თითქმის ყველამ იცის ამ შეთანხმების სახელიცა და მნიშვნელობაც. აქ აშკარად შვებას იგრძნობს ევროკომისია, რადგან ის შემჩნეულია პოლიტიკის სახელდებისა და ევროპის მოსახლეობამდე მისი არსის მიტანის უძლურობაში.
ევროპიდან აზიისკენ „ასაფრენი ბილიკი“
დიპლომატიური კლიშეებით დიდხანს იყო საქართველო მნიშვნელოვან ქვეყნად მიჩნეული, უფრო „მისი ადგილმდებარეობის გამო, ვიდრე იმით, რასაც რეალურად წარმოადგენდა.”
საქართველო კასპიის ზღვიდან ჯერ თურქეთისკენ და შემდეგ ევროპისკენ მიმავალი ბუნებრივი აირის კორიდორის შემადგენელი ნაწილია. ნავთობის ამჟამინდელი ფასების გამო ამ უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული კორიდორის არსი ხშირად ნაკლებად თვალშისაცემია.
თუმცა, ეს ბოლო რამდენიმე დღეა საქართველო აშკარად სხვა მიზეზით იპყრობს ევროპის ყურადღებას. ის შეიძლება მალე გახდეს ევროპიდან აზიისკენ „ასაფრენი ბილიკი“, ხოლო ჩინეთისთვის ევროპისკენ „გაღებული ფანჯარა“.
საქართველოს ევროპული პროგრამული უზრუნველყოფა
მოვლენათა ამ განვითარების ერთადერთი მიზეზი ქვეყნის ადგილმდებარეობა როდია!
ევროკავშირის ვაჭრობის სტანდარტებთან მიახლოების პროცესი უამრავ შესაძლებლობას ქმნის, რადგან ევროპული ვაჭრობის რეგულაციები ხშირად გლობალური სტანდარტების საფუძვლად გამოიყენება.
საქართველო ამ შესაძლებლობებს ხელგაშლილი ხვდება.
თუ აქამდე ყველა აპელირებდა ჩვენს ქვეყანას უნიკალური ადგილმრებარეობა გააჩნიაო, ევროკავშირთან გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას არ დასჯერდა საქართველო და ახლა ჩინეთთან დააჩქარა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესი. მას უკვე გააჩნია მსგავსი შეთანხმებები დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობასთან (დსთ) – მათ შორის რუსეთთან – ასევე თურქეთთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან.
საქართველოს საშუალებით დიდ სარეალიზაციო ბაზრებზე წვდომის გარდა, ქვეყანა გვთავაზობს დაბალ საგადასახადო განაკვეთებს, მინიმალურ რეგულაციებს და გამჭვირვალობას – თან დიდი დოზით.
სწორედ ამის გამოა მსოფლიო ბანკის თანახმად საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი ყველაზე იოლი მთელს მსოფლიოში.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს განა მხოლოდ ღვინის, მინერალური წყლის, ხილის, თაფლის ან სასუქის ექსპორტისთვის სჭირდება. ეს ქვეყანა კი არის გარდამავალი ეკონომიკის მქონე და კი ცხოვრობს აქ 4.4 მილიონი ადამიანი, მაგრამ მისთვის ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები იმიტომ არის აუცილებელი, რომ რეგიონში გლობალური ლოჯისტიკის ცენტრად იქცეს. ეს სტატუსი კი იმას გულისხმობს, რომ სარეალიზაციო ბაზრებზე წვდომის „პროგრამული უზრუნველყოფა“ ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურის „ტექნოპარკთან“ წყვილდება.
ვინც რეგიონს კარგად იცნობს, ამგვარი „პროგრამული უზრუნველყოფა“ უფრო რთული მოსაძებნია, ვიდრე „ტექნიკური ინფრასტრუქტურა“. ბუნებრივია, ადგილი სჭირდება ყველაფერს, არადა, ერთი მხრივ, რუსეთსა და თურქეთს შორის, ხოლო, მეორე მხრივ – შავსა და კასპიის ზღვებს შორის ბუტერბროდივითაა მოქცეული. ამ მდებარეობის გამო ბედი ყოველთვის როდი სწყალობდა საქართველოს.
… აზიის „ტექნიკური უზრუნველყოფა“
რადგან ადგილიც და პროგრამული უზრუნველყოფაც გავარკვიეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველო ფავორიტ ქვეყნად წარმოჩინდება. 2016 წლის თებერვალში ქვეყნის მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ქართულ-ამერიკული კონსორციუმი შეარჩია. ეს ალბათ ერთადერთი ადგილია შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც გიგანტური საკონტეინერო ხომალდების მიღებას შეძლებს.
ეს 3 მილიარდ 300 ათასევროიანი პროექტი საზღვაო კორიდორს ქმნის ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თამაშის წესებს შეცვლის, რადგან წელიწადში 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვა გახდება შესაძლებელი სრული ექსპლუატაციის პირობებში. ეს კი ის შემთხვევაა, სადაც მასშტაბი მნიშვნელობას უდრის.
პორტი აშენდება სულ ახლახან აგებული ჩქაროსნული სარკინიგზო მარშრუტის ბოლოს, საიდანაც ჩინეთი ევროპას დაუკავშირდება. ტვირთმზიდები ჩინეთიდან პოლონეთში საქონლის მიწოდებას ამჟამად 11-14 დღეს ანდომებენ. თითქმის ამის ნახევარი დასჭირდება მომავალში საზღვაო გადაზიდვას.
ჩინეთიდან გზის მოჭრის გარდა, უზღვოდ დარჩენილი ქვეყნების – სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი – 17-მილიონიან მოსახლეობას ანაკლია პირდაპირ გზას სთავაზობს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისკენ. იმპორტის შემთხვევაში უახლოესი გარემოცვის 146 მილიონი მოსახლისთვის ეს პორტი საქონლის მიწოდებას შეძლებს.
საქართველოს ევროპული გზა
„ქართველებს კვნესა და წუწუნი არ სჩვევით!“ – ამბობს გამოცდილი სლოვაკი დიპლომატი და „გლობსეკის“ ანალიტიკური ცენტრის თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი. ის სიტყვით გამოდიოდა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წლიურ შეხვედრაზე, რომელიც უკვე 13 წელია იმართება. ამჯერად მასპინძელი საქართველოს ულამაზესი საზღვაო საკურორტო ქალაქი ბათუმი იყო (2016 წლის 14-15 ივლისი).
საიუბილეო რიცხვი დამაფიქრებელია, თუმცა წელს განწყობა საზეიმო იყო.
ერთი მხრივ, დელეგატები შეიკრიბნენ იმაზე სამსჯელოდ, თუ როგორ მოახდინა ევროპული რეფორმების გამთავისებელმა ქვეყანამ სამომავლო გეგმების არა მარტო დასახვა, არამედ უფრო მეტი წინსვლის მიღწევა. მეორე მხრივ, სალაპარაკოც ბევრი ჰქონდათ სამომავლო გეგმებზე.
სლოვაკეთის პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი დიპლომატისა და ევროკომისიის წარმომადგენლისთვის ბათუმი შეიძლება ამ ვადის ნათელი წერტილი იყოს. ამიტომაც, მომდევნო თვეებში ბრიუსელში შეიძლება ჩვეულ წუწუნსაც ცოტა მოუკლონ.
წყარო – facebook.com