გია სალუქვაძე: არც საწოლი მქონდა, არც ტუალეტი, არც წყალი

ყოფილი პოლიტპატიმარი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. ის „სახალხო კრების” აქტიური წევრი იყო. პარლამენტის დადგენილებით გია სალუქვაძე პოლიტპატიმრად გამოცხადდა და ძველით ახალ წელს ოჯახს დაუბრუნდა. სალუქვაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ციხეში ყოფნის პერიოდსა და იმ პირობებს იხსენებს, რა პირობებშიც მას უწევდა ყოფნა.
„როცა ციხეში მიმიყვანეს, ე. წ. ფუქსებში ჩამიყვანეს. ფუქსი ბეტონის იატაკია, 70სანტიმეტრი – სიგანე, მეტრ-ნახევარი კი სიგრძე აქვს და იქ დამაწვინეს. ე. ი. არც საწოლიმქონდა, არც ტუალეტი, არც წყალი. პატარა პლასტმასის ჯამი მედო წინ, საიდანაც სამ კაცსუნდა გვეჭამა. ამის გამო უარი ვთქვით კვებაზე და მხოლოდ პურის ქერქს ვჯერდებოდით.მახსოვს, ჩემთან ერთად იყო ერთი გალელი კაცი, რომელიც ტერორისტული აქტისთვისგაასამართლეს, თუმცა იმ დროს, როცა აქტი უნდა მოწყობილიყო, აფხაზეთში, ციხეშიიჯდა. ყველა ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. ერთი ბიჭი იყო კიდევ, 22 წლის, რომელსაცრეჟიმის უფროსმა, ოლეგ ფაცაციამ შეაგინა და იმანაც გინებით უპასუხა, დაესივნენ დამოკლეს! ჯერ ეგონათ, გრძნობადაკარგულიაო, მერე, რომ ვერ გამოაფხიზლეს, ციხისთანამშრომელმა დაიყვირა, მკვდარიაო! ეს კოშმარი ჩემი თვალით ვნახე. ერთ-ერთპატიმარს კი უბრძანეს, პირი დააღეო და ჩააფურთხეს, იმან ხელი მოუქნია ამისგამკეთებელს, ამის გამო ხელი მოამტვრიეს, მერე თვალიც ამოთხარეს.
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან მე-9-ში რომ გადამიყვანეს,  მეგონა, ყველაფერი უკანდამრჩა-მეთქი, მაგრამ იქ უარესი საშინელება დამხვდა. გლდანში სისუფთავე მაინც იყო,ექვსკაციანი საკანი გვქონდა,  მე-9 დაწესებულებაში კი 1 200 კაცი იყო.
პატიმრები ფეხზე ვიდექით და მორიგეობით გვეძინა. ჩემი რიგი რომ დგებოდა, მაინც ვერვიძინებდი. ბაღლინჯოები სისხლს გვწოვდნენ. ამდენ პატიმარს მხოლოდ 7 ტუალეტიემსახურებოდა, დანარჩენი გაუქმებული იყო. 1 200 კაცს 190-კაციან სასადილოში უნდაეჭამა, თანაც ზუსტად ერთი საათის განმავლობაში,  ამიტომ ბევრი იძულებული იყო,ბალანდა ბარაკში  წაეღო. ამიტომაც გვქონდა ტარაკნებისა და ვირთხების შემოსევა.
ზამთარში, ნახევრად შიშვლები,  გაყინულ სარდაფში ჩავყავდით და იქ რამდენიმე საათიგვაყენებდნენ. თუ ბედუკაძის მორიგეობა იყო, მას მალევე ამოვყავდით სარდაფიდან.
პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ პირებს არ გვცემდნენ, რათა მერე რომელიმესაერთაშორისო ორგანიზაციას არ აღმოეჩინა ჩვენს სხეულებზე დაზიანებები.
ჩვენთვის განკუთვნილ ბარათებზე „პ” ასო ეწერა, რაც ჩემი აზრით, პოლიტიკური მოტივითდაპატიმრებულს ნიშნავდა. არა, ეს აღიარება არ იყო, უბრალოდ, ადმინისტრაციაცდილობდა, ჩვენს გამორჩევას სხვებისგან.
ერთადერთი შვება პატიმრებისთვის პატარა სამლოცველო იყო. დირექციის მითითებითბოთლი და ორი ერთმანეთის მსგავსი ნივთი არ უნდა ყოფილიყო საკანში.
ერთხელ შემოვიდა სადისტი ზაზაძე, რომელმაც ლოცვანი და ფსალმუნი ერთმანეთისმსგავს ნივთად მიიჩნია, ერთ-ერთს ხელი წამოავლო და გადააგდო. ათ საათზე შუქიაუცილებლად უნდა ჩაგვექრო. ცხადია, სიბნელეში ვერც ღამის ლოცვებსვკითხულობდით”, – ამბობს გია სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები