თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში საზეიმოდ გაიხსნა უნივერსიტეტის დამფუძნებლის – ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, თსუ-ის პირველ კორპუსში, მისი სახელობის აუდიტორიასთან საზეიმოდ გაიხსნა უნივერსიტეტის დამფუძნებლის ბიუსტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბიუსტი გახსნეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
ბიუსტის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი, რომელმაც ეს ნამუშევარი ჯერ კიდევ 1978 წელს შექმნა.