ლიბანმა და ისრაელმა გადაწყვიტეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გაახანგრძლივონ

ლიბანმა და ისრაელმა გადაწყვიტეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გაახანგრძლივონ
,- თეთრი სახლის ხელმძღვანელის, დონალდ ტრამპიალს თქმით, ეს გადაწყვეტილება ოვალურ კაბინეტში ისრაელისა და ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„შეერთებული შტატები ლიბანთან ერთად იმუშავებს, რათა დაიცვას თავი “ჰეზბოლასგან“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მან დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის მიღებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 16 აპრილს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც თეთრ სახლში 34 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის პირველი ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები