თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს, დაკავებული პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულის იარაღი წარუდგინა, მას 15 -წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა.

“მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები