ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ მისი მუქარა მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის განადგურების მუქარაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ მისი ყველა სიტყვა კარგად მუშაობს.

როგორც რუსული მედია იუწყება, ამერიკელი ლიდერი ადრე ირანული ცივილიზაციის განადგურებით იმუქრებოდა. მოგვიანებით მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამან „ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა“.

„რასაც არ უნდა ვამბობდე ან ვაკეთებდე, როგორც ჩანს, ძალიან კარგად მუშაობს“, – განაცხადა ტრამპმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში.

მანამდე, ირანის მთავრობის წარმომადგენელმა ფატემე მოჰაჯერანიმ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანული ცივილიზაციის წინააღმდეგ მუქარა უაზროა და არაფერს გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები