ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხილებული იქნება ქვეყნის არევაში, დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით
“ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხილებული იქნება ქვეყნის არევაში, დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
“ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ კანვასის ტრენინგები გვახსოვს, ამის შემდეგ იყო მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი და მითითებები ოპოზიციისთვის. ახლა არის ბატონი ბლაჟევიჩი. ჩვენ არა ერთხელ გაგვიფრთხილებია ყველა რადიკალი, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცავი უწყებები მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, არიან მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხილებული იქნება ქვეყნის არევაში, რა თქმა უნდა, იგი დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.