ადვოკატი – ჯუანშერ ბურჭულაძის განაჩენზე: აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადვოკატის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ვფიქრობდით ნაწილობრივ მაინც მიიღებდა სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ განაჩენს ვგულისხმობ, მაგრამ არაუშავს, გავასაჩივრებთ და სააპელაციო საჩივარში ვიდავებთ.

არ ველოდებოდით სრულ გამამტყუნებელ განაჩენს იმიტომ, რომ ბრალდება დამოკიდებული იყო მხოლოდ ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებაზე, ორივე იყო მნიშვნელოვნად მიჩნეული. სანამ მათ არ მისცეს ჩვენება, ბრალი ვერ წაუყენეს ბატონ ჯუანშერს და ახლაც მოსამართლემ გაიზიარა ეს ორი უსუსური ჩვენება, რომლებმაც თავის გადარჩენის მიზნით მისცეს ჩვენება… პროკურატურამ რატომ გვითხრა უარი საპროცესოზე პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები