გიორგი ვოლსკი – ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს სერიოზული მუქარაა, თან იმ ხალხის მიმართ, ვისაც კარგად ესმის, რომ ქვეყნის სტაბილურობის გარდა, გადარჩენის პერსპექტივა არ არსებობს

“ეს სერიოზული მუქარაა, თან იმ ხალხის მიმართ, ვისაც კარგად ესმის, რომ ქვეყნის სტაბილურობის გარდა, გადარჩენის პერსპექტივა არ არსებობს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.”რიტორიკა შეცვალეს და კიდევ უფრო დაამძიმეს. ევროკავშირის წარმომადგენლის ბრალი არ არის ამ განცხადებას რომ აკეთებს, რასაკვირველია, ინსტრუქცია აქვს მიღებული. საიდანაც ინსტრუქცია აქვს მიღებული, იქ კონკრეტულად ჯგუფი არსებობს გვარების მიხედვით ვიცით. ეს მუქარაა სერიოზული, თან იმ ხალხის მიმართ, ვისაც კარგად ესმის, რომ ქვეყნის სტაბილურობის გარდა, გადარჩენის პერსპექტივა არ არსებობს,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები