მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის გაფართოებაზე: ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის გაფართოების პროცესის მნიშვნელობაზე.
„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი და ისტორიული არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი უნდა განიხილებოდეს ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში.
„გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს – ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.