საფრთხე, რომელმაც გეოგრაფიული საზღვრები წაშალა – როგორ აისახება ვარშავის სამიტი საქართველოს კიბერუსაფრთხოებაზე და რა დადებით ცვლილებებს უნდა ველოდოთ

საფრთხე, რომელმაც გეოგრაფიული საზღვრები წაშალა – როგორ აისახება ვარშავის სამიტი საქართველოს კიბერუსფართხოებაზე და რა დადებით ცვლილებებს უნდა ველოდოთ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში გამართული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად წინ გადადგმული ნაბიჯია, საქართველოს ნატოსთან თავსებადობის ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს. სამიტზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიც არის ე.წ. „სამი ზღვის უსაფრთხოების“ პარაგრაფები, სადაც, ბალტიის, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრისას, საქართველო ისე იყო წარმოჩენილი, როგორც ამ პროცესების სრულფასოვანი მონაწილე. ქართველი ექსპერტების მტკიცებით, ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. თუმცა ვარშავის სამიტზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს. კერძოდ, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად აღიარეს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები ისეთივე ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს, როგორც საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საფრთხეები.

13652432_1032466700135663_872239369_n„კიბერ კვირა“ შეეცადა გარკვია, თუ რა დადებით ცვლილებებს მოუტანს ვარშავის სამიტი საქართველოს თავდაცვის სფეროს და, ზოგადად, ქვეყნის კიბერუსფართხოებას, როგორც თავდაცვის სექტორის განუყრელ ნაწილს. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ნატოს სამიტი ევროპული უსაფრთხოების გარემოს გადაფასების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ის, რაც წლების მანძილზე ბრძოლის იარაღად არ ითვლებოდა, დღეს ჩვეულებრივ იარაღად აღიქმება, რომელიც სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.

„ დღეს იარაღად იქცა ყველაფერი, რაც ადრე იარაღად არ განიხილებოდა. საუბარია ვირტუალურ და საინფორმაციო სივრცეზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ბოლომდე ინტეგრირებულია ცივილიზებული სამყაროს საინფორმაციო კიბერსივრცეში, ეს საფრთხეები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ამას, შესაძლოა, ძალიან დიდი და ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თუ არ იქნება გატარებული შესაბამისი ზომები. ჰიბრიდული ომის კომპონენტები საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი. ჰიბრიდულმა ომებმა წაშალა გეოგრაფიულ-პოლიტიკური საზღვრები. შედეგად, დაპირისირების ფრონტის ხაზი ახლა ვირტუალურ სივრცეში გადის. საინფორმაციო საშუალებების ზემოქმედების ძირითადი სუბიექტი ადამიანია და ტერორისტული ორგანიზაციები ამას კარგად იყენებენ. ჩვენთვის, როგორც ნატოს საერთო უსაფრთხოების სისტემის ნაწილისთვის, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოება, ასევე, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ნატოსა და მისი პარტნიორების უსაფრთხოების დღის წესრიგშიც. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი არსებითი პაკეტის ნაწილიც არის. გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს მექანიზმები გამოვიყენოთ და დავტვირთოთ უფრო მეტი შინაარსით. მექნიზმების გამოყენებაში კი იგულისხმება აღჭურვა, განათლება, წვრთნა და ინფორმაციის გაცვლა. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი სწორედ ვირტუალურ სივრცეზეა, ინფორმაცია აქ ყველაზე ფასდაუდებელია. თუ არ იქნება ეფექტური და კარგად ორგანიზებული თანამშრომლობა, ერთი ქვეყანა ამ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. ამ შესაძლებლობების გამოყენება, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებენ შესაბამისი უწყებები ნატოს შესაბამის უწყებებთან. შედეგად, მოხდება გამოცდილების, ინფორმაციის გაზიარება და შემდგომ ინტეგრირება კიბერუსაფრთხოების კუთხით. ეს ის სფეროა, სადაც მუდმივად უნდა ხდებოდეს სერიოზული რესურსების ინვესტირება, რადგან საფრთხეები და მათი მასშტაბი მომავალში შეიძლება გაცილებით უფრო დიდი იყოს. ქვეყანა წინასწარ უნდა იყოს ამისთვის მზად. სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეიმუშავოს ისეთი საკანონმდებლო ფუნდამენტი, რომ ასეთი ინფორმაციის გაცვლა იყოს ეფექტური. ვირტუალური სივრცის დიდი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არის კერძო სექტორის ხელში. ეს იქნება საბანკო, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროები. ისეთი ტიპის მიდგომებია საჭირო, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ითანამშრომლებს“,-განაცხადა ქუთელიამ.
სამხედრო ექსპერტი და ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია, ქუთელიას მსგავსად, მიიჩნევს, რომ ვარშავის სამიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ კიბერუსაფრთხოება თავდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე განცხადებით, კიბერუსაფრთხოება ის სფეროა, სადაც საქართველომ და ნატომ, შესაძლოა, სტრატეგიული თანამშრომლობაც განავითარონ თუნდაც მანამდე, სანამ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
2273maisaiavaxtang302918„ის, რომ კიბერსაფრთხე მართლაც საშიშროების შემცველი გარემოება გახდა, ჯერ კიდევ უელსის სამიტზე წარმოჩინდა. ევროკავშირმა და ნატომ, ფაქტიურად, მიაღწიეს კონსესუსს და მოაწერეს ხელი ერთობლივ მემორანდუმს, სადაც კიბერუსაფრთხოება განისაზღვრა, როგორც ევროპული სივრცის მატარებელი მთავარი კონტინენტალური საფრთხე. ფაქტიურად, ამან განსაზღვრა ევროკავშირისა და ნატოს სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპიც. ეს აქამდე საკმაოდ რთული მისაღწევი იყო. ვარშავის სამიტზე გაავრცელეს საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, რომელიც კიბერუსაფრთხოებას ეხება. საუბარია სხვადასხვა უწყებაზე საინფორმაციო თავდასხმების თავიდან აცილებაზე, კიბერარმიების შექმნაზე და მასობრივი ტიპის შეტევების განხორციელებაზე, რადგანაც მათ, ფაქტიურად, შეუძლიათ შექმნან პირდაპირი საფრთხე უსაფრთხოების მიმართულებით. აქ ასევე წარმოჩენილია ის კონკრეტული სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ კიბერთავდასხმების განხორციელება. აქ წარმოჩენილი იყო როგორც რუსეთის ფაქტორი, ასევე ისლამური სახალიფო, რომელსაც აქვს იმის ტენქიკური შესაძლებლობა, რომ განახორციელოს თავდასხმები. კიბერუსაფრთხოება გახდა მთავარი ქვაკუთხედი, სადაც საქართველომ და ნატომ, შესაძლოა, განავითარონ სტრატეგიული თანამშრომლობა თუნდაც იქამდე, სანამ საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. შეიქმნა ნატოს სარდლობა, რომელიც ამ თემატიკაზე ცალკე იმუშავებს. ეს იქნება პირველი თანამშრომლობის არეალი და საქართველო იქნება დაცული კიბერთავდასხმებისგან. ნატოს შეუძლია, რომ უშუალოდ პირდაპირი დახმარება აღმოგვიჩინოს. ეს ნატოს არსებით პაკეტშიც გათვალისწინებულია. საუბარია ტრენინგების ჩატარებაზე, ნატოს ეგიდით სპეციალისტების მომზადებაზე, ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე, ვირტუალური სცენარების გათამაშებაზე და, თუ საჭიროა, გარკვეული ტექნიკით უზრუნველყოფაზეც“,- განაცხადა მაიასაიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა ხდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიღმა და არის თუ არა კვლავ აქტუალური საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოს ნატოს წევრობა კვლავაც დღის წესრიგში რჩება.
“ეს სამიტი არის ნათელი მაგალითი, რომ ნატოს კარი ღიაა. საქართველო აპლიკანტი ქვეყანაა. მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამ პროგრესის ნათელი დასტურია. ჩვენ საქართველოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისთვის ვთანამშრომლობთ. საქართველოში ვაგრძელებთ თავდაცვის ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. საქართველოს წევრობა დღის წესრიგში რჩება. ჩვენ საქართველოს გარე ზეწოლის დაძლევაში დავეხმარებით. კიდევ უფრო გავაძლიერებთ საქართველოსთან პარტნიორობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნინი ჯაფარიძე
http://cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები