პარლამენტის დეპუტატები, რომელთაც სასესიო პერიოდში არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმ დეპუტატების სია გამოაქვეყნა, რომელთაც სასესიო პერიოდში არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.
ორგანიზაციის კვლევით თანახმად, დეპუტატები, რომლებიც განცხადებებით არ აქტიურობენ საქართველოს პარლამენტში, 27 წევრია. მათ შორის არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდანაც.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ასახავს, ასეთი დეპუტატები არიან: ვლადიმერ აჩბა, როლანდ ახალაია, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარცმელიძე, ზურაბ ზვიადაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, სერგო ხაბულიანი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე და თამაზ ჯაფარიძე.
2015 წლის სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობით პირველ ადგილზეა დეპუტატი ეკა ბესელია (113 გამოსვლა), ხოლო მას მოჰყვებიან ხათუნა გოგორიშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი 112-112 გამოსვლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები