შალვა პაპუაშვილი – თორნიკე რიჟვაძეზე: საბოლოო ჯამში ყველა კითხვას პასუხი საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გასცენ
„პროკურატურის გადასაწყვეტია თუ რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს. მიჭირს შეფასება რა არის საჭირო, რა არ არის საჭირო,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საგარეჯოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი სურვილი არია და ამიტომ ვაკვირდებით ასე გამოძიებას, რომ გარემოებები დადგინდეს. ყველაფერს საბოლოო ჯამში უნდა გაეცეს პასუხი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა საგარეჯოში მოხდა, რა დროსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.