700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე შპს “ფინის” დირექტორი, კახა კოტორაშვილია დაკავებული.
შესაბამის ინფორმაციას, “კურიერი” ავრცელებს.
კერძოდ, კოტორაშვილს 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.
დეტალურად, მან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა კახა კოტორაშვილი დააკავეს, სავალუტო ჯიხურში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მათივე ცნობით, დაკავებულის კუთვნილ სავალუტო ჯიხურში 2022-24 წლებში დიდი ოდენობით თანხის შეტანა ხდებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან და ჩართულები არიან საგამოძიებო პროცესში.