შალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს

„ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში. ვერ ხედავენ ქართველებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ ჩვენ, რომ ის მიდგომები, რომელიც დღეს ბრიუსელში არის, განცხადებები, რომელიც კეთდება, დამოკიდებულებები ამაში რთულია დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ მიდგომებთან. ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი. მათი გადასაწყვეტია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში. ვერ ხედავენ ქართველებს. ასე, რომ ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება ეკონომიკურად მივდივართ წინ, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ ვინც ზიანდება, ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები