გია ვოლსკი: ჯო უილსონის მიზანია, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს
,,ჯო უილსონს ერთი აზრი და მიზანი აქვს, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია, გრძელდება”,- ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ნებისმიერი ახალი რეზოლუცია მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელმა ლიდერებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ტრამპი ლანძღა და მიწასთან გაასწორა, ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა და ახალ ვითარებაში განახლდა. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბრიუსელშიც, სადაც წასული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე მეტი კრიტიკა წამოვიდეს და ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს, სისხლის ღვრა მოხდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს. გამორიცხულია, ასეთი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება. რაღაც ჯგუფში მიღებული და აღიარებული რომც იყოს, ამას შემდგომი რეალიზება არ ექნება, რადგან მსოფლიოში კონიუნქტურა იცვლება. „ნაცმოძრაობა“ ომის გაგრძელებაზე „ჩალიჩობს“, ჩვენ კი, ორიენტირებული ვართ სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე, სადაც საქართველო თავისი მცირე რესურსებით შვებით ამოისუნთქავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.