500 000-ზე მეტი მომიტინგე, 181 დაკავებული და 11 დაშავებული – საპროტესტო აქციები საფრანგეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარიზის პოლიციის სამმართველოს ბოლო მონაცემებით, ხუთშაბათს საფრანგეთის მასშტაბით 500 000-ზე მეტმა მომიტინგემ საპროტესტო აქცია გამართა.

მათივე ცნობით, პარიზში დემონსტრაციაში მონაწილეობა 55 000-მა ადამიანმა მიიღო.

საპროტესტო აქციებზე, ჯამში, 181 ადამიანი დააკავეს, ხოლო დაშავდა 11 პირი.

საზოგადოებრივ გზებზე 700 ინციდენტი და ხანძრის 29 შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოქალაქეები მთავრობის ეკონომიურ ზომებს, ბიუჯეტის დეფიციტსა და უზარმაზარ სახელმწიფო ვალს აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები