უკრაინის შეიარაღებული ძალები – რუსები კუპიანსკის აღებას ცდილობენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები ქალაქ კუპიანსკის აღებას ცდილობენ. მათ აღნიშნული მიმართულებით ძალები შეკრიბეს და მცირე ჯგუფებად მოქმედებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, აღნიშნული ჯგუფები ხშირად სამოქალაქო ტანსაცმლით იმოსებიან და ომის დანაშაულებს სწორედ ასე სჩადიან.
მათივე ინფორმაციით, ბრძოლა იმ ზონაში მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთი „კონტროლირებადს“ უწოდებს. მათივე თქმით, ბრძოლა დინამიკურია და დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

„ჩვენი ჯარისკაცები მტრის თავდასხმებს ბლოკავენ და მათ ანადგურებენ. ბრძოლა გრძელდება. ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, კუპიანსკი ხარკოვის ოლქში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები