ლალი მოროშკინა – გიორგი კანდელაკზე: მინდა, მხნეობა ვუსურვო ამ ძნელბედობის ჟამს – მინდა, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყოს

მინდა, მხნეობა ვუსურვო ამ ძნელბედობის ჟამს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს და ბიზნესმენ გიორგი კანდელაკთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„სამწუხაროდ, 20 წელი არ მინახავს…

ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გვტკიოდა ერთმანეთის დანახვა.

მაშინ ლაღები, ახალგაზრდები და თავისუფლები ვიყავით…

მაშინ. მინდა, მხნეობა ვუსურვო ამ ძნელბედობის ჟამს. მინდა, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყოს. მინდა“, – წერს ლალი მოროშკინა Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით, მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები