შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც დაღმასვლაა ყველგან, ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას ბევრი ევროპული ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა იზრდება
„ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდემიის დროს. საერთო ჯამში გვექნებოდა 90-იანი წლების შედეგი,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფით გვაგდებდნენ ეკონომიკური კრიზისის უფსკრულში და დიდი ალბათობით, ახალ ომში.
„ეს აჩვენებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლების და პოლიტიკის სისწორეს. მაშინ, როდესაც დაღმასვლაა ყველგან, ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას ბევრი ევროპული ქვეყანა, აქვთ გამოწვევები ეკონომიკის მხრივ, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ არ დავუჯერეთ ბრიუსელს.
ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო იქნებოდა ეკონომიკურ კოლაფსში. ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდემიის დროს. საერთო ჯამში გვექნებოდა 90-იანი წლების შედეგი. ასე ცივსისხლიანად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფით გვაგდებდნენ ეკონომიკური კრიზისის უფსკრულში და დიდი ალბათობით, ახალ ომში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.