“ყოველწლიურად პროფესიული განათლების მსურველთა რიცხვი, დაახლოებით, 10-დან 15%-მდე იზრდება” – მათე ტაკიძე

პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორის, მათე ტაკიძის თქმით, ყოველწლიურად პროფესიული განათლების მსურველთა რიცხვი, დაახლოებით, 10-დან 15%-მდე იზრდება.

ამის შესახებ ტაკიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“ამ ეტაპისთვის, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში რეგისტრაცია ორ მიმართულებაზე მიმდინარეობს. რეგისტრაცია გამოცხადებულია გრძელვადიან პროგრამებზე, რომელიც 25 სექტემბრამდე გრძელდება. ასევეა თბილისის მერიის მომზადება – გადამზადების პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი”, რომელზე რეგისტრაციაც 1-ელ ოქტომბრამდეა.

როგორც გრძელვადიან, ისე
მოკლევადიან პროგრამებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა.
ეს ძალიან გვახარებს. ხშირად ვამბობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული განათლების მიმართ პრაგმატულმა დამოკიდებულებამ მოიმატა. ყოველწლიურად პროფესიული განათლების
მსურველთა რიცხვი, დაახლოებით, 10-დან 15%-მდე იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მსურველებს პროფესიული განათლების როლი ძალიან კარგად აქვთ გააზრებული. დღეს ბევრი პროფესიული კოლეჯი
მოქმედებს, სხვადასხვა საინტერესო პროგრამაა. უახლოეს
პერიოდში ქართლში კიდევ ორი
ახალი კოლეჯის გახსნა იგეგმება, ასევე ბათუმში ახალი, დიდი კოლეჯის მშენებლობა დაიწყება. დღეს გეოგრაფიული დაფარვა საკმაოდ მაღალია.

ასევე მინდა , ის სერვისები ჩამოვთვალო, რომელიც შშმ პირების განათლებისა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნითაა. ესენია: ავტოტრანსპორტის სერვისი, ჟესტიკულაციის პედაგოგი, მობილობის მწვრთნელი, სანიტრის მომსახურება. ინდივიდუალური
პროგრამა პედაგოგთან და ინკლუზიის სპეციალისტთან ერთად დგება.

საქართველოში საკოლეჯო განათლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის წინსვლის, ადამიანთა კეთილდღეობის ქვაკუთხედია”, – განაცხადა ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები