მომიტინგეები საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს შენობაში შევიდნენ

პარიზში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ასამდე მონაწილე საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შენობაში შევიდა და იქ საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Parisien იუწყება.

„ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წინ სიტუაცია დაიძაბა… მომიტინგეები სამინისტროს შენობის წინ შეიკრიბნენ… ბარიერებს არღვევენ“, – წერს გაზეთი.

მალევე, გამოცემამ გამოაქვეყნა კადრები, სადაც მომიტინგეები მთავრობის შენობაში შედიან.

მომიტინგეები ეკონომიური ზომებისა და საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ სხვადასხვა ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

პარიზის პრეფექტურის პოლიციის ცნობით, მომიტინგეებს სამინისტროს ქონებისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ და შენობა 10 წუთში მშვიდობიანად დატოვეს. ამასთან, პოლიციას არავინ დაუკავებია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მთავრობის მიერ შეთავაზებული ეკონომიური ზომების წინააღმდეგ, ბიუჯეტის დეფიციტისა და უზარმაზარი სახელმწიფო ვალის ფონზე მასობრივი დემონსტრაციები და გაფიცვები მიმდინარეობს. მედიის ცნობით, პროტესტში 900 000-მდე ადამიანი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები