შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ისინი ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს

„ისინი ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს,“- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ, ვის ხედავენ ისინი როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ – არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები