ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოებას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

„საზოგადოებას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამიტომ ეს თითიდან გამოწოვილი სურვილები რევოლუციისა და დამხობისა, აბსოლუტურად უპერსპექტივოა,“ – ამის შესახებ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოებას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამიტომ ეს თითიდან გამოწოვილი სურვილები რევოლუციისა და დამხობისა, აბსოლუტურად უპერსპექტივოა. გამომდინარე აქედან, ამ იდეის ავტორები ამჯობინებენ, რომ ფიასკოს თვალებში არ ჩახედონ, თავი აარიდონ და თვითპატიმრობის რეჟიმს ირჩევენ. თან იციან, რომ პატიმრობაში მათი უფლებები საუკეთესოდ არის დაცული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები