დავით მათიკაშვილი – გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ყაზბეგში „ლელოს“ მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძის მძღოლია: რეალურად არანაირი პოლიტიკური რესურსი მათ მხარდაჭერის არ გააჩნიათ

„ნათელია, რომ აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი სასიცოცხლო პოლიტიკური რესურსებისგან, როგორც „ლელო“, ასევე, გახარიას პარტია,“ – ასე ეხმაურება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ყაზბეგში „ლელოს“ მერობის კანდიდატი საბა ჩქარეული ირაკლი კუპრაძის მძღოლია.

„რეალურად არანაირი პოლიტიკური რესურსი მათ მხარდაჭერის არ გააჩნიათ – არც „ლელოს“ და არც გახარიას. ეს რესურსი არის იმდენად მინიმალური, რომ კანდიდატების არჩევის თვალსაზრისითაც აქვთ ძალიან დიდი პრობლემა. ნათელია, რომ აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი სასიცოცხლო პოლიტიკური რესურსებისგან, როგორც „ლელო“, ასევე, გახარიას პარტია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ყაზბეგში „ლელოს“ მერობის კანდიდატი საბა ჩქარეული ირაკლი კუპრაძის მძღოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები