თინა ხიდაშელი: როცა მე და პრემიერი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველა ამას ერთად გაიგებთ
როცა მე და პრემიერი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველა ამას ერთად გაიგებთ, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კითხვას, რომელიც არჩევნების წინ „რესპუბლიკელი“ მინისტრების პოსტებიდან გადადგომის საკითხს შეეხებოდა.
“თანამდებობის დატოვების საკითხზე განცხადება ბევრჯერ გავაკეთე. არ ვაპირებ თქვენთან ასეთ ფორმატში საუბარს. აღარ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება ეს მკითხოთ. დილა თენდება ამით და ღამე ღამდება ამით. როცა მე და პრემიერი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველა ამას ერთად გაიგებთ. კალენდარზე მე და პრემიერი ჩამოვყალიბდებით“, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს.