ჯონ ქერის პირველი ვიზიტი ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე

„ჯონ ქერის პირველი ვიზიტი ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე“, – ამ სათურით სტატიას “ამერიკის ხმა” აქვეყნებს.
“მე არ დავარქმევდი ამას შეფერხებას, აღნიშნულს მე დავახასიათებდი, როგორც განგრძობად პროცესს”, – ასე უპასუხა თბილისში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ შეკითხვას, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავის სამიტისგან, როცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყანა ისევ ვერ მიიღებს მაპს, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.
ჯონ ქერიმ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ნატო – ბუქარესტის, ჩიკაგოსა და კარდიფის სამიტებზე ღიად უჭერდა მხარს საქართველოს გაწევრიანებას, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი პარტნიორი საქართველოს პროგრესს გლობალური გამოწვევების ჭრილში განიხილავს.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია… ყველას კარგად ესმის, რომ ძალზედ სერიოზული პროცესები მიდის უკრაინაში, სირიაში. მთელ რიგ სხვა რეგიონებში გვაქვს სერიოზული გამოწვევები და ზოგიერთი პარტნიორი ალიანსში, საქართველოს პროგრესს სწორედ ამ პროცესებს უკავშირებს.
ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. ამერიკის წვლილი უკვე 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცა თავდაცვაა”.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის რანგში, ჯონ ქერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, დღეს, 12 საათსა და 52 წუთზე, დაიწყო, როცა “ბოინგ” C-32 იგივე “ბორტი ნომერი 2”, 18 წუთის დაგვიანებით, დაეშვა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. ეს კერის რიგით მეორე ჩამოსვლაა, პირველად მან 2008 წლის დეკემბერში, როგორც მასაჩუსეტსის სენატორმა მოინახულა, აგვისტოს ომის შემდგომი თბილისი.
ჯონ ქერის, პირველმა მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. პრემიერისა და სახელმწიფო მდივნის პირისპირ შეხვედრისას განხილვის მთავარი თემები: საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ნატოს ვარშავის სამიტი და გლობალური უსაფრთხოების პრობლემები იყო.
კვირიკაშვილმა და ქერიმ ხელი მოაწერეს ორ მემორანდუმს: საქართველოსა და ამერიკას შორის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.
დღესვე გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი სხდომა, რომლის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა ქართველი და ამერიკელი ჟურნლისტების თითო კითხვას უპასუხეს.
პრემიერმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. დღესვე გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი სხდომა, რომლის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა ქართველი და ამერიკელი ჟურნლისტების თითო კითხვას უპასუხეს.
პრემიერმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს აძლევს უკვე ახალ შესაძლებლობებს. შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება”.
ჯონ ქერიმ თავის გამოსვლაში “ლაკმუსის ტესტი” უწოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო გარემო და მედია ზეწოლისა და დაშინებისგან თავისუფალი იქნება.
სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქერის დღევანდელი ვიზიტი, მაპის და ვიზალიბერალიზაციის პროცესების მორიგი გადადების, ასევე, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის, მზარდი პრორუსული განწყობებისა და ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე, მაინც მნიშვნელოვანი მესიჯი და მხარდაჭერაა არჩევნების წინ, საქართველოს პროდასავლური ძალებისთვის.
“ამ ნიჰილისტურმა განწყობებმა, რაც მოჰყვა მაპზე მორიგ უარს და ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადაწევას, ევროკავშირის ბიუროკრატიის გამო, ვფიქრობ, არჩევნებზე გზა უნდა გაუხსნას, პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ კრიტიკულ მომენტში – ქართული საზოგადოება იხელმძღვანელებს პრინციპით, რომ დასავლეთი და ამერიკა სჯობს, ვიდრე რუსეთი და არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს.“
ჯონ ქერი პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილს ეწვია, ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ამერიკის სახელმწიფო მდივანი პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს: გიგა ბოკერიასა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა.
სახელმწიფო მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ქერი თბილისიდან კიევში გაფრინდა, სადაც უკრაინის პოლიტიკურ ელიტას შეხვდება. კიევიდან კი უკვე ვარშავაში, ნატოს სამიტზე ჩავა.
გავლენიანი გამოცემის “ფაინენშელ თაიმსის” შეფასებით, ვარშავა დღეს დასავლური ალიანსის ერთობის კრიტიკულ, გამოსაცდელ ადგილად იქცა, სადაც რუსული აგრესიის შემაკავებელი რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
თამარ შაიშმელაშვილი
7/7, 12:42am
თამარ შაიშმელაშვილი
ანალიტიკა ფოტო ინგამ მოგცა
თამარ შაიშმელაშვილი
7/7, 12:54am
თამარ შაიშმელაშვილი
ხაჯიმბას თქმით, თუ აფხაზეთის მოსახლეობა გადაწყვეტს, ის მზად არის, გადადგეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ თუ აფხაზეთის მოსახლეობა გადაწყვეტს, ის მზად არის, გადადგეს. ამის შესახებ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
„ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, რათა ხალხი გავაერთიანოთ. დავნიშნეთ რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის მეთაურის ბედი უნდა გადაწყდეს. ახლა კი ამბობენ, რომ ეს თურმე საჭირო არ ყოფილა. ახლა უნდათ რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი აუცილებლად გაიმართება. თუ მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ ხაჯიმბა უნდა გადადგეს, მე ამას გავაკეთებ. თუ არა, მე იმ ნეგატივთან ბრძოლას გავაგრძელებ, რაც აფხაზეთში ხდება და მე ვერავინ შემაშინებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბას მხარდამჭერთა მიტინგი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა. სხვადასხვა შეფასებით, მასში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები