ამირან სალუქვაძე: რაც შეეხება გაწვევის სისტემას და მის რეფორმას, სანამ დაანგრევდეთ, ჯერ ჩამოაყალიბეთ

სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო სამსახურის გაუქმების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს უძღვნის, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ყარაბაღელი ბებო ავტომატით“,-ეს სურათი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში და სახელმწიფო უწყებებში თვალსაჩინო ადგილას არის გამოფენილი.13549295_1113223825388162_992784710_o
იცით, რატომ? ვაჟკაცებს რომ შერცხვეთ, თუ გულში გაივლებენ, რომ სამშობლოს დაცვა არაა ყველასათვის სავალდებულო. მსგავსი მოტივატორებია აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში.
ეს მათთვისაა, ვინც საუბრობს სავალდებულო სამსახურის გაუქმება-არგაუქმებაზე.
კობა ლიკლიკაძის შეკითხვის შემდეგ გადავხედე და თურმე რამდენი წკიპურტი ყოფილა ჩემი მისამართით. იცით, უნდა მიეჩვიოთ განსხვავებული აზრის მოსმენას. მოკლედ, მაგ მინიშნებებს აუცილებლად ვუპასუხებ.
რაც შეეხება გაწვევის სისტემას და მის რეფორმას, სანამ დაანგრევდეთ, ჯერ ჩამოაყალიბეთ, განიხილეთ, დაამტკიცეთ და მერე იმოქმედეთ. ანა-ბანას გვიხსნით, არ გაუქმებულაო. ვხვდებით მაგდენს და სამინისტროს აქტს ვასხვავებთ საქართველოს კანონისგან.
ჩვენ საწინააღმდეგო არ გვქონია იმ საკითხთან, რატომ არ ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს გაწვევას. სხვათაშორის ეს საკითხიც არ წყდება პრეზიდენტთან შეუთანხმებლად. ჩვენ, და კონკრეტულად მე (მყისიერად დავდე მოკლე განცხადება 11.54-ზე), არ ვეთანხმებით გამოცხადების ფორმას და ტონალობას და ზუსტად ეს გამოვხატე პირველ განცხადებაში. შემდეგ გავიაზრე ყველაფერი და საღამოთი გამოვაქვეყნე ჩემი პოზიცია.
რატომ გგონიათ, რომ ნახევარი დღე ვიფიქრე და სისულელე დავწერე? სადმე ვწერ ან ვაცხადებ, რომ ჩემი პოზიცია აქსიომაა და ერთადერთი სწორი-მეთქი? პირიქით. მე ჩემს პოზიციას მკაფიოდ ვაყალიბებ, რომ წინააღმდეგი ვარ, მაგრამ საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოში და მთავრობაში.
თუ ეს პოზიცია გაიზიარეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მათაც ვერ გაიგეს რა აქტი გამოიცა თავდაცვის სამინისტროში? ახლა რაც შეეხება გენერალური შტაბის პოზიციას და ამ საკითხზე წკიპურტს ჩემი მისამართით. ჩემს თავზე მიტომ ვიღებ, რომ მე გამოვთქვი პირველმა მკაფიოდ პრეტენზია გენშტაბის მისამართით, რათა პოზიცია გამოეხატათ.
ახლა პოზიცია გასაგებია. გენერალურმა შტაბმა თავდაცვის მინისტრს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმების გარეშე, თუ გნებავთ დაუკითხავად, წვევამდელების მიღებასთან დაკავშირებით უარის თქმაზე მოაწერინა ხელი. ეს რაზე მეტყველებს, მკითხველს მივანდოთ.
ეს მედლის ერთი მხარეა. მეორე მხარეა უარის თქმის დასაბუთება. რამდენიმე მიზეზით ამყარებენ სავალდებულო სამსახურის გაუქმებას. ჩამოვთვლი და ვუპასუხებ ყველა მათგანს.
1. ვადიანი ჯარისკაცებისგან ვერ ვამზადებთ სპეციალისტებს. ამ მიზეზზე პასუხი წინა პუბლიკაციაში გავეცი. მოკლედ გავიმეორებ, თუ ერთ წელში ვერ ამზადებთ, 45 დღეში რეზერვისტს როგორ მოამზადებთ?
2. თურმე სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნატოს მოთხოვნაა. ეს (არ მინდა დავწერო, რომ სიცრუეა) არაა მთლად მასე. მე რომ სპეკულაციას მაბრალებთ, აი ისაა ეს. თუ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს გულისხმობთ, ჩვენს დროსაც ვწერდით მაგ საბუთს და ვიცით. ჯერ ერთი, რასაც დავწერთ მანდ და შევათანხმებთ ის იქნება. მეორეც, თუ გადავიფიქრებთ, დავასაბუთებთ და შევათანხმებთ, ჩასწორდება. ნატო არავის უყენებს მოთხოვნას გაწვევის როგორი სისტემა უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ სახელმწიფოს.
3. თურმე ძვირი ყოფილა ვადიანი მოსამსახურე და ამიტომ არ ვიწვევთ. ამ თეზისს მხოლოდ სიტყვიერად ნუ აცხადებთ, გამოაქვეყნეთ და განვიხილავთ. თუ დაგვიმტკიცებთ, სიამოვნებით გავიზიარებთ, თუ გნებავთ ბოდიშს მოვიხდი პირადად.
ჯერ ერთი ვერც ფულად ერთეულში დაასაბუთებთ სიძვირეს, მაგრამ როცა გააზრებულ სისტემას არ გვთავაზობთ, ძველის მოშლისკენ რატომ მიგყავთ? ან სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას ფულად ერთეულში როგორ გადაიყვანთ?
ცალკე დავწერ, რატომ არ იწვევთ უკვე 12 წელზე მეტია ადგილობრივ სპეციალისტებს და არაპრიფილური არასამთავრობოებით ცდილობთ გაუაზრებელი რეფორმების გამყარებას, მათ შორის რეზერვის კონცეფციას.
არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ მაგალითისთვის აუცილებლად უნდა დავწერო, ვფიქრობ, არ მიწყენენ. თან წამოვედი აღნიშნული სამსახურიდან და პირფერობაში ვერ ჩამითვლით. ჩვენი მოსაზრებების თუ არ გჯერათ სხვა სტრუქტურებს დაესესხეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები და როგორ გავხადოთ მიმზიდველი ეს სამსახური.
საქართველოს დაზვერვის სამსახურში ჯარისკაცის საწყისი კურსის გავლის შემდეგ, მათთან გრძელდება ინტენსიურ მომზადება სხვადასხვა დისციპლინებში. ამ მეცადინეობებთან ერთად სამსახური ვადიან სამსახურში მყოფ მოსამსახურეებს ერთ ან ორ უცხო ენას ასწავლის, გააჩნია წვევამდელის მომზადების დონეს. მათი მხრიდან დაინტერესების, ასევე კარგი მონაცემების და კეთილსინდისიერად სამსახურის შემთხვევაში, მათ საშუალკება ექნებათ სამსახური გააგრძელონ საქართველოს დაზვერვის სამსახურში.
ასე რომ, ყველაფერი სურვილზე და საქმისადმი მიდგომაზეა დამოკიდებული.
მოქალაქის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ვალდებულებაზე გაუაზრებელი დარტყმის მიყენება მიუთითებს, რომ გენერალურ შტაბს არ ესმის რას აკეთებს“,- წერს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები