ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განახცადა, ეს მთლიანი რაოდენობის 5%-ს შეადგენს.
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ხუთმა აბიტურიენტმა გამოცდაზე დააგვიანა და, შესაბამისად, მოიხსნა გამოცდიდან.
პირველ ნაკადში დაახლოებით 9327 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო.
14:00 საათზე დაიწყება მეორე სესიის რეგისტრაცია.
15:00 საათზე აბიტურიენტების შემდეგი ნაკადი დაიწყებს ტესტებზე მუშაობას.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი; საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი
პირველ გამოცდას ყველა აბიტურიენტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები