მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება.
პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრნენ.
კახა კახიშვილმა თანამშრომლობისა და კულინარიის პროფესიული პროგრამის მხარდაჭერისთვის აშშ-ს საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. ასევე, მინისტრმა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცი
„N16 დაწესებულება დაბალი რისკისაა, რომლის მიზანს მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს. სამინისტროს მხრიდან მუდმივად ინერგება სხვადასხვა პროგრამა, რომლებიც სწორედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას ემსახურება. ამერიკის საელჩოსა და INL-ის დახმარებით, კულინარიის პროფესიული პროგრამა გავხსენით. პროგრამის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გამომდინარე იქიდან, რომ მზარეულის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი და ამავე დროს, დეფიციტურია, მსჯავრდებულებს პროგრამის გავლის შემდეგ დასაქმების პერსპექტივა ექნებათ “, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს არის ძალიან საყურადღებო პროექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ამ პროგრამით მსჯავრდებულებს ვეხმარებით დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, – აღნიშნა იან კელიმ.
კულინარიის პროფესიული პროგრამის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, N16 პენიტენციური დაწესებულებისთვის სპეციალური სამზარეულო ინვენტარი და ტექნიკა იქნა შეძენილი.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა სტუმრებს N16 დაწესებულებაც დაათვალიერებინა. სტუმრები მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, ასევე, ნახეს სასწავლო ოთახები, საფეხბურთო მოედანი, სპორტული დარბაზი, სოციალური მუშაკისა და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა და სხვა ინფრასტრუქტურა.
მსჯავრდებულების პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანი მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცი
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.