აურელია ფრიკი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად

„ნება მომეცით, აღვნიშნო მოლაპარაკებებში ჩართული გუნდების თავდადება და მუყაითი შრომა. მომხრე ვარ, განსაკუთრებული მადლიერებით დავაჯილდოვოთ ორივე დელეგაციის ხელმძღვანელი მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მივულოცოთ საკუთარ თავებს ასეთი ყოვლისმომცველი და სრულყოფილი ხელშეკრულების ხელმოწერა“, – ასე შეაფასა საქართველოსა და FTA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობა  ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა.
აურელია ფრიკის განცხადებით, მოლაპარაკებების მოკლე დროში დასრულება ერთიანი ძალისხმევისა და კონსტრუქციული დამოკიდებულების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისედაც ახლო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლიხტენშტეინს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. გასულ წელს ჩვენ მოვახერხეთ ხელი მოგვეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებისთვის, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად“, – აღნიშნა ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები