ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა” აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას

ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი ” მდივანი ირაკლი კობახიძე, კვლევის შედეგებს, რომელიც GFK-მ “რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩაატარა.
კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას.

„ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას GFK-ის,მისი სანდოობის საკითხიც დგას, ბუნებრივია, ეჭქვეშ. გამომდინარე პირველ რიგში იქიდან, რომ 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის” არაპირდაპირი დაკვეთით მაშინ ჩაატარა იგივე ორგანიზაციამ კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც დაგვიდეს გაყალბებული შედეგები. 20%-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ჩვენ ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” GFK-სან ერთად აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს”,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები