დღეს პრაღაში აბაშიძე – კარასინის შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ, სადაც საქართველო-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. „ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობების ნორმალიზებას. არანაირი სერიოზული გარღვევა მოსალოდნელი არ არის. ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს განვიხილავთ. ამ დიალოგმა ჩვენს ხალხებს კონკრეტული შედეგი უნდა მოუტანოს“ – განუცხადა კარასინმა სააგენტო „ტასს“. როგორც „ტასი“ იუწყება ამ შეხვედრაზე, მხარეებმა, შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი განიხილონ. წინა შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში 16 მარტს გაიმართა, სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილებოდა. კარასინის და აბაშიძის შეხვედრები 2012 წლის დეკემბრის შემდეგ რეგულარულად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები