სააკაშვილი იმ შეცდომებზე ალაპარაკდა, რომელმაც არჩევნები წააგებინა – “ჭკუა ვისწავლეთ”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “პოსტკრიპტუმისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელმაც მის გუნდს 2012 წელს არჩევნები წააგებინა. მისი განცხადებით, ოპოზიციაში ყოფნის 4 წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეანალიზებინა პოლიტიკური პროცესები. სააკაშვილის თქმით, რეფორმებისა და მშენებლობის მასშტაბური ტემპების გამო ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და მათთვის სათანადოდ ახსნა, თუ რას ემსახურებოდა ესა თუ ის რეფორმა ან სახელმწიფო პროექტი.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი სათანადოდ უნდა აუხსნას მოსახლეობას.
“ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შევიცვალეთ და ბევრი რამე ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები