ლევან ვარშალომიძე პოლიტიკაში ბრუნდება

1 ივლისიდან ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა „პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლევარ ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იქნება.
4 წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკას ის კონკრეტული გეგმით უბრუნდება. ვარშალომიძე აცხადებს, რომ 9 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ აჭარაში მშენებლობის ტემპები ისევ ძველი იქნება, თუმცა დამკვიდრდება მმართველობის ახალი სტილი.
როგორც ვარშალომიძე განმარტავს, აჭარის ხელისუფლებაში მოსვლას იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, ვინც აჭარა ააშენა. რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ვარშალომიძის თქმით, მან მხოლოდ ერთი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა – ვინ რა გააკეთა და ვის რისი გაკეთება შეუძლია.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის უკრაინის პრემიერმინისტრის არსენი იაცენიუკის მრჩეველი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები