თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის   მშენებლობა იწყება. ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის  ღონისძიებას ხვალ,  10:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ტავ ჰოლდინგის” პრეზიდენტი სანი შენერი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი ქეთევან ალექსიძე, „ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის გაფართოების საჭიროება  მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია – 2015 წელს მგზავრთა რაოდენობამ 1,800 000 გადააჭარბა. ახალი მოფრენის ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უკვე 2017 წლის ბოლოდან მოემსახურება.
ახალი ტერმინალის ფართობი 12 000კვ. მ. იქნება და მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები