კახა კალაძე: საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაისაჯოს

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას საშინელი მკვლელობის ჩამდენი კანონის შესაბამისად დაისაჯოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძე დარწმუნებულია, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
„აბსოლუტურად გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება კანონის ფარგლებში. ჩვენ კი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საშინელი მკვლელობის ჩამდენი კანონის შესაბამისად დაისაჯოს“, -განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინა პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები