კახა კალაძე: საარჩევნო სია და მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

პარტიის საარჩევნო სია და მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ყველაფერს აქვს თავისი დრო. ძალიან მალე ყველაფერი ცნობილი იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის – როგორც სიები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები