Foreign Policy: ერდოღანის პრობლემა დღითი დღე უფრო იზრდება
აშშ-ის მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრის, Foreign Policy-ის მტკიცებით, ერდოღანის პრობლემა დღითი დღე უფრო იზრდება და აშშ საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით ერდოღანის მიერ მიყენებული ზარალის შესამცირებლად უნდა მოემზადოს.
აშშ-ის მედიისა და კვლევითი ცენტრების მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერდოღანის საწინააღმდეგო სტატიების გავრცელება შემცირებული იყო, თუმცა ისევ დაიწყო.
Foreign Policy-ში ჯონ ჰანამ სათაურით: „ერდოღანის მსგავს პრობლემას როგორ გადაჭრით?″ სტატია გამოაქვეყნა.
ჰანა, შვილი ბუშის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მრჩევლად მუშაობდა. ბუშის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში კი ჰანა დაწინაურდა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე -პრეზიდენტის მრჩეველი გახდა.
ჰანას მტკიცებით, თურქეთი – „დესპოტიზმის, ტერორიზმის, სამოქალაქო ომის, წარუმატებელი სახელმწიფოს (failed state) და იძულებითი ფრაგმენტაციის″ მსგავსი ვარიანტებისკენ მიდის.
მისი თქმით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა კითხვაზე: „სულ უფრო და უფრო უარესობისკენ მიმავალ ნატოს მოკავშირესთან ერთად რას გააკეთებთ?″- პასუხი უნდა გასცენ.
″ქურთული კონფლიქტის საკითხი 90-იანი წლების მდგომარეობას დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ეს კონფლიქტი მთებში კი არა, ქალაქებში ხდება და მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო მეტად ზარალდება. სირიაში კი ერდოღანი დემოკრატიული კავშირის პარტიას (PYD), ერაყის ქურთისტანის მსგავსად, როგორც მოკავშირეს, ისე კი არ ხედავს, არამდე მას საფრთხედ მიიჩნევს. ამიტომ ერდოღანი, სუნიტ ჯიჰადისტებს ეხმარება, რომელშიც ISIS-იც შედის″, -წერს ჰანა.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ერდოღანი სირიაში ჯიჰადისტებს ეხმარება, ევროპას კი ლტოლვილებით ემუქრება, ეს კი აშშ-ის ინტერესებს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის. გაერომ ზიანის შესამცირებლად მზადება უნდა დაიწყოს.
„ერდოღანი არის მარცხი. მაგრამ, ამავე დროს, აშშ-ის ინტერესებისთვის მზარდი საფრთხე″,-აღნიშნა ჰანამ და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკის გამო ნატოს წევრი ქვეყანა, თურქეთი დესტაბილიზაციისკენ მიდის. ჰანამ ის ბერკეტები ჩამოთვალა, რომლებიც ერდოღანის შესაჩერებლად განიხილება, მათ შორისაა: „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AKP) გამოყოფილმა ჯგუფმა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია უნდა შექმნას, გეზი – პარკის აქციის მსგავსი მასობრივი მოძრაობის წამოწყება, სამხედრო გადატრიალებაა″, – ვარიანტები ჩამოთვალა.
„გარდა ამისა, 17-25 დეკემბრის გამოძიების მსგავსმა, მაგრამ უფრო დიდმა კორუფციულმა სკანდალმაც შეიძლება ერდოღანს ძირი გამოუთხაროს“, – აღნიშნა სტატიის ავტორმა და რეზა ზარრაბის საქმე გაიხსენა. „აშშ-ის პოლიტიკას ერდოღანის მიმართ, ინჯირლიქის (İncirlik) ბაზის ალტერნატივის ძიებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, – აღნიშნავს მწერალი და სავარაუდო ალტერნატიულ ადგილებს ასახელებს. ერაყის ქურთისტანი, იორდანია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები შეიძლება ახალ ბაზად იქნას გამოყენებული. სტატიის ბოლოს, „ერდოღანის პრობლემა დღითი დღე, მეტასტაზის მსგავსად, იზრდება ″, – განაცხადა ჰანამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან აშშ-ის ინტერესების მიმართ უფრო დიდი რისკები გამოავლინა. ჰანა წერს სტატიის დასკვნაში: „როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან, ანგარიშსწორების დრო დადგება. შეერთებულმა შტატებმა ზიანის შესამცირებლად მზადება უნდა დაიწყოს.″