ბიძინა ივანიშვილი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველომ გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი ბოლო 4 წლის განმავლობაში

შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველომ გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი ბოლო 4 წლის განმავლობაში,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციის კლებასთან დაკავშირებით ეჭვი აღარავის ეპარება. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო ამ მხრივ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის საბერძნეთს, ესპანეთს, იტალიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
„საქართველო ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის საბერძნეთს, ესპანეთს, იტალიას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველომ გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი ბოლო 4 წლის განმავლობაში, იმის შემდგომ, რაც წინა წლებში გვქონდა 20-წლიანი მმართველობის დროს, ვიდრე „ქართული ოცნება“ მოვიდოდა სათავეში.
რაც შეიძლებოდა ყველანაირი შეცდომა დავუშვით – დაწყებული სამოქალაქო ომიდან, დასრულებული აყვავებული ელიტარული კორუფციის და ადამიანის უფლებების უგულებელყოფით წინა ხელისუფლების პირობებში. ნაბიჯები, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გადაიდგა, შთამბეჭდავი და ძალიან ღირსეულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები