როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ რუსეთის და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ – ამერიკელი გენერალი წერილში საქართველოზეც საუბრობს

გამოცემა Foreign Affairs-ი ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურის და ნატოს ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, ამერიკელი გენერლის, ფილიპ ბრიდლავის სტატიას აქვეყნებს სათაურით: „როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ რუსეთის და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ“. 
generali_filip_bridlavi_59775
ამერიკელი გენერალი იხსენებს 2013 წლის მაისს, როდესაც ის ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური გახდა.

„სწორედ ამ დროს მე აღმოვაჩინე, რომ ნატოს და აშშ-ის შეაიარაღებული ძალები კარგად იყვნენ მომზადებულები მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ცუდად იყვნენ მომზადებულები იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მომავალში ალიანსის წინაშე წარმოიქმნებოდა. შეერთებული შტატების სამხედროების რაოდენობა ევროპაში 1990-იანი წლების შემდეგ მუდმივად მცირდებოდა და ის არ იყო მიმართული კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ. ნატო კი ძირითად ყურადღებას კონტინენტის მიღმა, კერძოდ, ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაზე ამახვილებდა“, – წერს ბრიდლავი.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-მ და ალიანსმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიაზე და იმ პრობლემებზე, რაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არასტაბილურმა მდგომარეობამ და კონფლიქტებმა გამოიწვია. ბრიდლავი მიიჩნევს, რომ აშშ-მ ევროპაში შეიარაღებული ძალები უნდა გაზარდოს და რუსეთი აღიაროს, როგორც გლობალური საფრთხე.

rts5bm8“ახლა კი მე შემიძლია განვიხილო, თუ როგორ იმუშავა ნატომ და აშშ-ის ევროპულმა მეთაურობამ მას შემდეგ, რაც მე დავიკავე ეს პოსტი. ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-მ და ალიანსმა ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც ევროპის შუაგულს ემუქრება. კერძოდ კი, რუსეთის აგრესიაზე და იმ პრობლემებზე, რაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არასტაბილურმა მდგომარეობამ და კონფლიქტებმა გამოიწვია. ამ საფრთხეების მასშტაბი ყველაზე სერიოზულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესია განახორციელა, ნატო და აშშ გამოწვევებთან კარგად მომზადებულები არ იყვნენ. იმისთვის, რომ ამ საფრთხეს ეფექტურად გაუმკლავდეს, შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს შეიარაღებული ძალები ევროპაში და რუსეთი აღიაროს, როგორც გლობალური საფრთხე, როგორიც ის არის ამჟამად.

როდესაც 1881 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელშეკრულება, რომელიც ნატოს ძირითადი მოწინააღმდეგეა, ალიანსმა შეამცირა ყურადღება ბირთვული შეკავების და ევროპაში ძლიერი შეიარაღებული ძალების შენარჩუნებაზე. შესაბამისად, აშშ-ის და ნატოს ძალები ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ნატომ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის კრიზისის მოგვარებაში, როდესაც პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ სივრცეში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა. გარდა ამისა, ნატომ მონაწილეობა მიიღო ავღანეთსა და ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტებში და, შესაბამისად, გადააწყო თავისი შეიარაღებული ძალები ახალი გამოწვევების მოსგვარებლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნატო არ აქცევდა საკმარის ყურადღებას ძველ საფრთხეებს აღმოსავლეთის მხრიდან. რუსეთი კი ამჟამად სხვადასხვა რეგიონში ყოფილი გავლენის აღსადგენად მუშაობდა.

1998 წლიდან რუსეთის ფედერაცია ყოველწლიურად ზრდიდა სამხედრო ბიუჯეტს, ის ცდილობდა იმ არეალში სიძლიერის აღდგენას, სადაც საბჭოთა კავშირი თავის დროზე შეერთებულ შტატებს უწოდებდა.

რუსეთის აგრესიული გეგმები თვალნათლივ გამოჩნდა უკრაინაში 2004 წელს მომხდარი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც მოსკოვმა რამდენჯერმე დასაჯა კიევი პროდასავლური ორიენტაციის გამო და მას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.

RTR20VRZ-copyშემდეგ იყო 2008 წლის აგვისტო და რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, თუ რამდენად მზად არის მოსკოვი, რომ დასაჯოს თავისი მეზობლები დასავლეთთან დაახლოების გამო. სიჩქარემ, რომლითაც რუსეთის ჯარი საქართველოში შეიჭრა, აჩვენა, რომ ის ამ ოპერაციას წინასწარ ამზადებდა. აშშ კი ამ დროს დაკავებული იყო ავღანეთსა და ერაყში გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით და რუსეთმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

რუსეთის სამხედრო ოპერაცია საქართველოში ყირიმის ანექსიისთვის მზადების ნაწილი იყო. ყირიმის ანექსიით, დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერით და კიევში ანტიდასავლური გამოსვლების დაფინანსებით მოსკოვმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის საკუთარი ინტერესებისთვის მზად არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე წავიდეს. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, მისი მოქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა – რუსეთის ჯარმა რამდენჯერმე პროვოკაციები მოაწყო ნატოს თვითმფრინავების და გემების სიახლოვეს, სირიაში შეიარაღებული ძალები გააგზავნა და არქტიკის რეგიონის მილიტარიზაცია განაახლა“, – აღნიშნავს ბრიდლავი.

ბრიდლავი წერს, რომ დღევანდელ დღეს აშშ-ს ევროპაში 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, მაშინ, როდესაც „ცივი ომის“ პერიოდში მათი რაოდენობა 400 ათასს შეადგენდა. იგი მიიჩნევს, რომ ამის გამო ამერიკულ ჯარს და ნატოს გაუჭირდება რუსეთის შესაძლო აგრესიის მოგერიება.

„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება ალიანსის დაფინანსების ძირითად ქვეყნად, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებს ალიანსის ბიუჯეტში მინიმალური თანხები შეაქვს. აშშ-ის ჯარის გარდა მხოლოდ 2-3 ქვეყანას აქვს რესურსი, რომ საომარი მოქმედებები აწარმოოს და აქედან – არცერთს, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში აწარმოოს“, – წერს შეიარაღებული ძალების მეთაური.

ამის გამო ბრიდლავი ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას. ის ამბობს, რომ ამერიკას და მოკავშირეებს თავდაცვის სახსრების სეკვესტრირება მომავალში შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, თანაც აქ თანხების დაკარგვის გარდა, ადამიანების სიცოცხლეზე საუბარი.

terrorism-2-1140x641ამერიკელი გენერალი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზეც საუბრობს. ასევე მისი აზრით, სერიოზულ პრობლემად რჩება ლტოლვილების თემა ახლო აღმოსაველეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან.

„ნებისმიერი ოქროს შუალედი ამ საკითხში არის დაუშვებელი. ტერორისტებთან არანაირ დათმობებზე წასვლა არ შეიძლება და ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი“, – აცხადებს ბრიდლავი.

ამასთანავე, ის ამბობს, რომ ამ მხრივ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებმა ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ. ამერიკელი გენერალი ასევე აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესუსტება. ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის გამო მოსკოვი მუდმივ ზეწოლას უნდა განიცდიდეს, ვინაიდან მოსკოვმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ძალთა ბალანსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები