გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევს

ვანო მერაბიშვილის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელს უწოდებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ჰყავს პასუხსიმგებელი პირები.
პრეზიდენტის აზრით, აღნიშნული პირების სამსახურეობრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
”სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურეობრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები