პრეზიდენტი არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში” რეკლამის განთავსების თაობაზე შესატანი ცვლილებების განსახილველად არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში შეხვდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში შეხვდება, სადაც ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებასაც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატის კომენტარს არაადექვატური უწოდა.
„გვინდა, ასევე გამოვეხმაუროთ, დეპუტატ გია ვოლსკის კომენტარს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლები შეაფასა, როგორც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები. ამ შეფასებაზე მივიღეთ გია ვოლსკის არაადეკვატური კომენტარი. საზოგადოებას კი აინტერსებს – პარტია „ქართული ოცნება” იზიარებს, თუ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილის ხედვებს, სახელმწიფოს მართვის ფორმებთან დაკავშირებით“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები