ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა. იგი საერთაშორისო ურთიერთობებს უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.
“ვანო მაჭავარიანს აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა მიშველაძემ.
ცნობისთვის, ვანო მაჭავარიანმა პრეზიდენტის საგარეო ურთოიერთობათა საკითხებში მრჩევლის პოსტი 2014 წლის 13 ივნისს, მარგველაშვილის თხოვნით, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე იმავე დღეს გამოქვეყნდა.